18 ნოემბერი, 2016
ჩაი, რომელიც გახდომაში დაგეხმარებათ - აირიდეთ მტანჯველი დიეტა
სპეციალისტებმა დადგინეს, რომ ჩაის ამ სახეობებს, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, შეუძლია 10%-ით გაზარდოს ცხიმების წვა მტანჯველი დიეტებისა და ფიზიკური ვარჯიშის გარეშეც.

თეთრი ჩაი: წვავს დაგროვებულ ცხიმს

თეთრი ჩაი ხელს უწყობს ცხიმების წვას. ის ხელს უშლის ახალი ცხიმის უჯრედების წარმოქმნის პროცესს და პირიქით, ხელს უწყობს დაგროვილი ცხიმების დაშლას. მდიდარია ნივთიერებით, რომელიც ააქტიურებს ცხიმოვანი უჯრედების გამოთავისუფლებას.

ააქტიურებს ღვიძლის მუშაობას, რომ რითაც აჩქარებს ცხიმის ენერგიად გარდაქმნის პროცესს.

კოწახურის ჩაი: აფერხებს ახალი ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას

კოწახური მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია
ცხიმის დასაწვავად. ამ მცენარე შეგმატებთ ენერგიას.
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ კოწახურს შეუძლია შეანელოს წონის მატების პროცესი და ინსულინისადმი რეზისტენტულობის ზრდა.

პუერის ჩაი: ამცირებს მუცელს
ვირთხებზე ჩაატარეს ცდა, რომელმაც აჩვენა, რომ პუერის ჩაის ექსტრაქტის გამოყენებისას სისხლში ციმის გაცილებით მცირე რაოდენობა გროვდება. მართალია, ადამიანის ორგანიზმზე ეს არ დადასტურდა, მაგრამ ჩაის ეფექტი ამ მიმართულებით აშკარაა. დალიეთ ერთი ფინჯანი პუერის ჩაი დილით, ვარჯიშის წინ.

ულუნის ჩაი: წვავს ცხიმს
ეს ტრადიციული ჩინური ჩაი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობენ ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას და საჭმლის მონელების პროცესს. მასში, ასევე, უხვადაა ნივთიერები, რომლებიც აუმჯობესებენ ცხიმების მეტაბოლიზმს.

სოფიო ბულაური 

წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS