18 ნოემბერი, 2016
რაზე მეტყველებენ კოჟრები - შეიმოწმეთ ხერხემალი
აღმოსავლელ მკურნალებს მიაჩნიათ, რომ კოჟრები შეიძლება სხვადასხვა დაავადებაზე მეტყველებდნენ.

მაგალითად, გარქოვანებული ზოლები ფეხის ტერფების ზედა მხარეს, შეიძლება ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებდეს.

გარქოვანებული კანი ფეხის ქუსლებზე ყოველთვის არასწორი მოვლის შედეგი როდია, ხშირად ეს იმუნური სისტემის ცუდი მუშაობის მაჩვენებელია.

აღმოსავლელ მკურნალებს მიაჩნიათ, რომ თუ მოულოდნელად მარცხენა ფეხის ნეკა თითის ქვეშ კანი გაგიუხეშდათ, შეიძლება ეს გულის პრობლემების ნიშანი იყოს. იგივე სიმპტომი მარჯვენა ფეხზე ღვიძლის ცუდ მუშაობაზე მეტყველებს.

ხშირად ფეხის თითების ბალიშებზე წარმოქმნილი კოჟრები და გარქოვანებული კანი ნაწლავების პრობლემებზე
მიუთითებს.

А და В ვიტამინების ნაკლებობის, აგრეთვე, ნერვული გადაძაბვის ნიშანია მოულოდნელად შეცვლილი კანის მდგომარეობა ფეხისგულებზე: სიმშრალე და გარქოვანებული კანი დიდი თითების ქვეშ.

სოფიო ბულაური 

წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS