ფორთოხლის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტ ფლავონოიდებს. გარდა ამისა, მას ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებები აქვს, ასევე, შთანთქავს უცხო ქიმიურ ნივთიერებებს.
კარგა ხანია დამტკიცებულია, რომ ფორთოხლის წვენი ძალიან ეხმარება პაციენტს მკერდის, ღვიძლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ ქიმიოპროფილაქტიკის პერიოდში.
თუმცა სამკურნალო მიზნით ფორთოხლის წვენის გამოყენებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ის
ექიმები, ასევე, გვაფრთხილებენ, რომ ფორთოხლის წვენის დიდი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ის განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, თირკმლების დაავადების მქონეთათვის და დიაბეტიანებისთვის. ფორთოხლის წვენი შეგიძლიათ მიირთვათ თუნდაც ყოველდღე, ოღონდ ცოტ-ცოტა.
ჟურნალი ''რეიტინგი''