16 ნოემბერი, 2016
აი, როგორ უნდა გადაირჩინოთ თავი, თუ გულის შეტევა გაქვთ და სახლში მარტო ხართ
ყველაზე საშინელი, რაც გულის პრობლემის მქონე ადამიანს შეიძლება დაემართოს - გულის შეტევის დროს სახლში მარტო ყოფნაა, რადგან მას მხოლოდ 10 წამი აქვს იმის გასაანალიზებლად, რომ გულის შეტევა აქვს და შემდეგ იატაკზე უგონოდ ეცემა.

როგორც იტყვიან დაზღვეული არაფრისგან ვართ, ამიტომ უმჯობესია ამგვარი სიტუაციისთვის საკუთარი თავი მოამზადოთ.

მაშ ასე! როგორ მოიქცეთ, თუ გულის არეში უჩვეულო ტკივილი იგრძენით?

დაიწყეთ რაც შეიძლება ძლიერი და ხმაურიანი ხველა.

რაც უფრო ხშირი და ძლიერი იქნება, მით უკეთესია. დახველებამდე, ყოველჯერზე მაქსიმალურად ღრმად ჩაისუნთქეთ, შემდეგ
კი ისე ძლიერად და ხანგრძლივად ახველეთ, თითქოს ფილტვებში ღრმადჩამჯდარ სისველეს იშორებთ.

იდეალურ შემთხვევაში, 2 წამში ერთი დახველება უნდა მოასწროთ. ახველეთ მანამ, ვიდრე გულისცემა ნორმანში არ ჩადგება ან ვიდრე ოთახში ვინმე არ შემოვა.

პირველ რიგში, ღრმად ჩასუნთქვისას, ფილტვებს ჟანგბადი უკეთ მიეწოდება და სწრაფად მოიცავს სხეულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გულის უკმარისობის დროს.

მეორეც, ხველის დროს ერთგვარი ხელოვნური მასაჟი კეთდება, რაც ასტიმულირებს გულს და ხელს უშლის მის გაჩერებას.

თუმცა, რა თქმა უნდა, ასე პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებთ. ამიტომ, თუ ამის შემდეგ სიმსუბუქეს იგრძნობთ, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში. ამით უბრალოდ დროს იგებთ, რომ შეტევა თავიდან აიცილოთ.

ლეა ხიმშიაშვილი

წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ხალვა
ეეეე რაც გიწერია არ აგცდება,შანსი არ ა
16:11 / 31-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS