15 ნოემბერი, 2016
ეს ძლიერი ნაზავი მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს მუცლის არიდან
მუცლის ირგვლივ დაგროვილი ცხიმი ძირითადად ზარმაცი ნაწლავებისა და უმოძრაო ცხოვრების წესის შედეგია. ამასთან, ის ანელებს ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესს.

დიეტოლოგები გვთავაზობენ სასმელს, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:

125 გრამი პირშუშხა.
3 ლიმონი (გამოყენებამდე ლიმონები, პესტიციდებისგან გასასუფთავებლად, მოათავსეთ წყლით სავსე ჭურჭელში, დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი ძმარი და გააჩერეთ 10 წუთით).

3 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი.

მომზადების წესი:
ბლენდერში ჯერ პირშუშხა მოათავსეთ და კარგად დააქუცმაცეთ, შემდეგ დაუმატეთ კანიანად დაჭრილი და კურკებგაცლილი ლიმონი და კვლავ დააქუცმაცეთ. მიღებულ მასას
დაუმატეთ სამი სადილის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღებული ნაზავი შეინახეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში.

მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ორჯერ დღეში ჭამის დროს, სამი კვირის განმავლობაში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS