ჯანმრთელობაზე მის სასიკეთო გავლენას განაპირობებს ვიტამინების, ანტიოქსიდანტებისა და რკინის მაღალი შემცველობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
სტაფილოს წვენის სასიკეთო გავლენა განპირობებულია იმით, რომ ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ორგანოს ფუნქციას: ღვიძლის, თირკმლების, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის. სტაფილოს წვენი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი წვენის სეკრეციას, აძლიერებს მადას, ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალებს, დადებიტად მოქმედებს ნაწლავების მუშაობაზე.
ენდოკრინული სისტემა
იოდის მაღალი შემცველობის გამო სტაფილოს წვენი სასარგებლოა ენდოკრინული სისტემისთვისაც - განსაკუთრებით
სტაფილოს წვენი სასიკეთოდ მოქმედებს, აგრეთვე, კანსა და თმაზე, ხელს უწობს ჭრილობების, წყლულებისა და ჩირქოვანი იარების შეხორცებას. სხვათა შორის, სტაფილოს წვენი შედის კიბოს საწიინაღმდეგო კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
სტაფილოს წვენი, საერთოდ, დადებითად მოქმედებს, აგრეთვე, ნერვულ, სისხლის მომოქცევისა და შარდ-სასქესო სისტემებზე.
გაითვალისწინეთ: მიუხედავად სასიკეთო თვისებებისა, ნუ დაივიწყებთ, რომ დიდი რაოდენობით სტაფილოს წვენის მიღება საზიანოა ორგანიზმისთვის. მისი მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის წყლული, გასტრიტი მაღალი მჟავიანობით, კოლიტი და ენტეროკოლიტი.
სოფიო ბულაური