14 ნოემბერი, 2016
რატომ უნდა ვჭამოთ ვაშლი კანიანად - დაიცავით თავი კიბოსა და ალცჰეიმერის დაავადებებისაგან
ვაშლის კანი უამრავ ბოჭკოსა და ვიტამინს შეიცავს, ამცირებს კიბოს განვითარების რისკს და ეს ყველაფერი არ არის.

აი, რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა ჭამოთ ვაშლი კანიანად.

ბევრ ბოჭკოს შეიცავს
მთლიანი ვაშლი საშუალოდ 4,4 გრამ ბოჭკოს შეიცავს. კანის გარეშე მათი რაოდენობა 2,1 გრამამდე მცირდება.

ბევრ ვიტამინს შეიცავს
მთლიანი ვაშლი შეიცავს 8,4 მილიგრამ С ვიტამინს და კანის გარეშე კი მათი რაოდენობა ასეთია: С ვიტამინი - 6,4 მილიგრამი, А ვიტამინი - 61 ერთეული.

აუმჯობესებს ფილტვების მდგომარეობას
ვაშლის კანი შეიცავს კვარცეტინს,
რომელიც ხელს უწყობს სუნთქვის გაუმჯობესებას. კვლევებმა დაადასტურა, რომ მათ, ვინც კვირაში ხუთ ან მეტ ვაშლს კანიანად მიირთმევდა, გაცილებით ჯანმრთელი ფილტვები ჰქონდათ სწორედ ზემოხსენებული შენაერთის წყალობით.

კვარცეტინი კარგია მეხსიერებისთვისაც
ეს ანტიოქსიდანტი თავის ტვინის ქსოვილს დაზიანებისგან იცავს, შესაბამისად, აფერხებს ალცჰეიმერისა და სხვა დეგენერაციული დაავადებებისაგან.

იცავს კიბოს დაავადებებისგან
შენაერთებს, რომელთა საერთო სახელწოდებაა ტრიტერპენიოდი და რომლებიც სწორედ ვაშლის კანშია განთავსებული, კიბოს უჯრედების განადგურების უნარი შესწევთ. ეს შენაერთები საუკეთესოა ღვიძლის, მსხვილნაწლავის და სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკისთვის.

ებრძვის სიმსუქნეს
ვაშლის კანი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც წარმატებით ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS