11 ნოემბერი, 2016
არ გამოგრჩეთ, ფეიხოას სეზონია! იოდის მდიდარი წყაროს ნატურალური პროდუქტი
სამხრეთ ამერიკული მარადმწვანე მცენარე საქართველოს კლიმატს კარგად მოერგო და სეზონურად გვახარებს უცნაური გემოთი - ერთდროულად ანანასის, კივისა და მარწყვისას რომ ჰგავს. გარდა გემოვნური და არომატული თვისებისა, ფეიხოა ძალიან სასარგებლო პროდუქტია.

სასარგებლოა ნაყოფის კანიც. ნუ გადაყრით მას, გათლის შემდეგ გააშრეთ და ზამთარში ჩაიში დაუმატეთ.

ფეიხოა იმითაა გამორჩეული, რომ იოდს შეიცავს - 50 მგ-მდე 100 გრამ რბილობში. მისი ჭამა რეკომენდებულია ორგანიზმში იოდის დეფიციტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს. აგრეთვე, ავიტამინოზის, ათეროსკლეროზის, პიელონეფრიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს. ფეიხოა
გაგიძლიერებთ იმუნიტეტს. ეფექტურია გაციების საწინააღმდეგოდ.

ფეიხოას ცოცხალი მურაბის მომზადების რეცეპტი იხილეთ მარაო.ge - ზე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS