1. თუ ჩვეულებრივი საპნით პირის დაბანა არ შეიძლება, სამაგიეროდ ის თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ტანისთვის, რადგან ტანის მკვრივი კანისთვის ის ბევრად უსაფრთხოა.
ფაქტია - საპნით ტანის დაბანა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ არა ყველასთვის. თუ
2. სარეცხი საპონი ებრძვის აკნეს და აცხრობს ანთებას.
მითია - სარეცხის საპონი მაღალი პროცენტით შეიცავს ტუტეს. ამ საშუალების გამოყენება კი არ დაგეხმარებათ, უფრო გააღრმავებს პრობლემას. ის არღვევს კანის დამცავ ლიპიდურ ფენას, ცვლის PH-ს, აძლიერებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, რაც იწვევს ბაქტერიების გამრავლებას, ამწვავებს კანის ანთებით პროცესს, ასევე, შეიძლება, მისი გაღიზიანებისა და აქერცვლის მიზეზიც გახდეს.
3. ბავშვის საპნით თავისუფლად შეუძლიათ ისარგებლონ უფროსებმაც, მას ნაკლებაგრესიული სტრუქტურა აქვს.
მითია - ბავშვის საპონი, რა თქმა უნდა, უფროსებს არაფერს ავნებთ. მასში PH უფრო ნეიტრალურია. სამაგიეროდ ის ზრდასრული ადამიანის კანს არც არგებს, სწორედ მისი ნაზი შემადგენლობის გამო. ასეთ საპონს, უბრალოდ, არ შეუძლია ზრდასრული ადამიანის კანის სრულყოფილად გაწმენდა ჭუჭყისა და დეკორატიული კოსმეტიკისგან, ასევე არ შეუძლია ბაქტერიებთან ბრძოლა, რადგან არ შეიცავს ღრმად გამწმენდ და ძლიერ ანტისეპტიკურ კომპონენტებს.
ჟურნალი ''რეიტინგი''