შეგიძლიათ თავად მოამზადოთ და მოიმარაგოთ ნივრის პასტა, რომელიც შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ და გაციების პირველი ნიშნებისთანავე გამოიყენოთ.
პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 კილოგრამი ნიორზე 250 მილიგრამი ზეითუნის ზეთი.
ნივრის რაოდენობა სურვილის მიხედვით შეგიძლიათ განსაზღვროთ.
ასევე, ზეითუნის ზეთი ნებისმიერი სხვა ზეთით შეგიძლიათ შეცვალოთ.
მომზადების წესი:
გარჩეული ნიორი მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ზეთი და დააქუცმაცეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა მოათავსეთ მინის ქილაში და
ნიორი და კოჭა
ორივე მცენარეს ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს. მათ კომბინაციას გაცილებით ძლიერი ეფექტი აქვს.
ინგრედიენტები:
200 გრამი კოჭა.
300 გრამი ნიორი.
მომზადების წესი:
კოჭას მოაცალეთ ქერქის ზედა ფენა, წვრილად დაჭერით, ნიორთან ერთად მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ.
მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და მაცივარში შეინახეთ.
ნივრის პასტა კარგია ბუტერბროდების მოსამზადებლად, შეგიძლიათ სოსუსებშიც დაუმატოთ. მოკლედ, როგორც კი იგრძნობთ, რომ ცივდებით, მაშინვე გამოიღეთ მაცივრიდან და მიირთვით.
სოფიო ბულაური