09 ნოემბერი, 2016
რატომ სჯობს კვერცხი ყავას - უტყუარი სიმართლე
ბრიტანელი სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ კვერცხი, სულერთია შემწვარი თუ მოხარშული, გაცილებით მეტ ენერგიას მატებს ორგანიზმს, ვიდრე ყავა ან "სწრაფი" ნახშირწყლები.

მეცნიერებმა შეიაწავლეს ცილის გავლენა ორგანიზმზე და დაასკვნეს, რომ ცილაში შემავალი პროტეინები ხელს უწყობს ორექსინის გამომუშავებას. ეს გახლავთ ნეირომედიატორი, რომელიც აძლიერებს მხნეობის განცდას იმის წყალობით, რომ საკვები სწრაფად გარდაიქმნება ენერგიად.

კვერცხის ცილის გამოყენებისას კალორიები სწრფად იხარჯება, რის დროსაც ორგანიზმს საკვები ნივთიერებებითა და ენერგიით ავსებს. ნაყროვანების განცდა კი საშუალებას იძლევა დიდხანს შეინარჩუნოთ ენერგია და რაც მთავარია, ყურადღების კონცენტრირება
შეძლოთ.

ბრიტანელმა დიეტოლოგებმა, ასევე, გააბათილეს დამკვიდრებული მოსაზრება, რომ კვერცხი მძიმე საკვებია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კვერცხში შემავალი ქოლესტერინი სისხლძარღვების კედლებზე არ ილექება და არ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS