08 ნოემბერი, 2016
6 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ღვიძლი სავსეა მავნე ნივთიერებებით და შველას ითხოვს
ჯანმრთელობისთვის ღვიძლის მნიშვნელობაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ გსურთ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმოთ ღვიძლს.

არსებობს აშკარა ნიშნები იმისა, რომ თქვენი ღვიძლი სავსეა მავნე ნივთიერებებით და თავის ფუნქციას სათანადოდ ვეღარ ასრულებს, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დანარჩენი ორგანოებისთვის.

სიმსუქნე გაურკვეველი მიზეზით
ღვიძლი პასუხს აგებს ცხიმების მეტაბოლოზმზეც. როცა ის თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებს, ცხიმების წვაც ნელდება.

ალერგია
ნორმალური მუშაობისას ღვიძლი წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან ალერგენებს. მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული ღვიძლი დუნდება და თავის სამუშაოს
ვეღარ ასრულებს, ამ დროს ორგანიზმში ალერგენები გროვდება და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სულ უფრო ძნელდება. ცხადია, ტვინი შესაბამისად რეაგირებს ამ პროცესზე და იწყებს ჰისტამინების გამომუშავებას. ეს ნივთიერება გროვდება ორგანიზმში და ვითარდება ალერგია, ქავილი, თავის ტკივილები.

ქრონიკული დაღლილობა
ქრონიკული დაღლილობა ღვიძლის ინტოქსიკაციის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ტოქსინები არღვევს კუნთების მეტაბოლიზმს, ამ დროს ადამიანი ძლიერ ტკივილს და მუდმივად ფიზიკურ დაღლილობას გრძნობს. სამწუხაროდ, დროტა განმავლობაში ქრონიკული დაღლილობა შეიძლება დეპრესიაში ან მრისხანების შეტევებში გადაიზარდოს.

ჭარბოფლიანობა/სხეულის არასასიამოვნო სუნი
ღვიძლი რაღით კომპიუტერს ჰგავს - როცა ზედმეტად იტვირთება "ჭედავს" და ხურდება. ღვიძლი საკმაოდ დიდი ორგანოა იმისთვის, რომ თავის ტემპერატურა მთელ სხეულს გადასცეს. სწორედ ამის შედეგია ჭარბი, უსიამოვნო სუნის მქონე ოფლის გამოყოფა.

მუწუკები
ღვიძლში დაგროვებულ ტოქსინებს ჰორმონალურ დისბალანსამდე მივყავართ. ეს დისბალანსი კი, თავის მხრივ, კანის პრობლემების მიზეზი ხდება. მაგალითად, ისეთის როგორიცაა მუწუკები. ამ პრობლემას ვერანაირი გარეგანი მკურნალობა ვერ უშველის, თუ პირველწყაროს - ღვიზლის პრობლემებს არ მოაგვარებთ.

პირის ღრუს არასასიამოვნო სუნი
დღეში რამდენჯერმე იხეხავთ კბილებს და უასიამოვნო სუნს თავს მაინც ვერ აღწევთ? ეს ღვიძლის ცუდი მუშაობის ბრალია.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გულიკო
როგორ გავიწმინდოტ ღვიძლი, კარგია თუ გვაწავლით
03:13 / 19-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS