08 ნოემბერი, 2016
ასპირინი ნაოჭებსაც შველის - სალიცილის მჟავას საოცრება
სალიცილის მჟავას მხოლოდ სამკურნალოდ როდი იყენებენ. ხალხურ კოსმეტოლოგიაში მას ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბებში იყენებენ და საკმაოდ წარმატებიტაც. შეგიძლიათ თავად სცადოთ.

ასპირინი და ლიმონი

ინგრედიენტები:
3 აბი ასპირინი.
3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:
ასპირინის აბები კარგად დაფხვენით და შეურიეთ ლიმონის წვენი, კარგად აურტიეთ, ვიდრე პასტისებურ მასას არ მიიღებთ.

გამოყენების წესი:
მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთით. შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ასპირინი და იოგურტი

ინგრედიენტები:
5 აბი ასპირინი.
2 სადილის
კოვზი თაფლი.
1 სადილის კოვზი იოგურტი.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამოყენების წესი:
დაიბანეთ პირი ცივი წყლით. შემდეგ აიღეთ პატარა პირსახოცი, დაასველეთ წყალში და 30 წამით შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ გამოიღეთ და ცხელი პირსახოცი 10 წუთით დაიფინეთ სახეზე, რომ ფორები გაიხსნას და ნიღაბმა მაქსიმალურად იმუშაოს. წაისვით მიღებული მასა, გაიჩერეთ 30 წუთით და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

შედეგს პირველი გამოყენებისთანავე შენიშნავთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS