08 ნოემბერი, 2016
ვარდკაჭაჭა - ანელებს დაბერების პროცესს და აუმჯობესებს ჯანმრთელობას
ვარდკაჭაჭას ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს, მაგრამ მისი მთავარი სიმდიდრე ფესვებია, რომელსაც შეუძლია ჩვენი ორგანიზმი უამრავი სასარგებლო ნივთიერებით მოამარაგოს.

ვარდკაჭაჭა მდიდარია ინულინით - ნივთიერებით, რომელიც სისხლში შაქრის დონეს აწესრიგებს და ამდენად, ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის.

ინულინი, აგრეთვე, აქვეითებს მავნე ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის თრომბისა და სკლეროტიკული კოლტების წარმოქმნას.

გარდა ამისა, ინულინი სათანადო პირობებს ქმნის ნაწლავებში სასარგებლო მიკლოფლორის შესანარჩუნებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო საწმლის მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობისთვის, არამედ ძლიერი იმუნიტეტის შესანარჩუნებლადაც.

ვარდკაჭაჭაში შემავალი В
ჯგუფის ვიტამინების დახმარებით თქვენ ადვილად გაუმკლავდებით სტრესსა და უგუნებობას.
ასევე, მასში შემავალი სხვადასხვა ნივთიერება აქტიურად ებრძვის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა სხვადასხვა სახის სიმსივნე, ჰიპერტონია, გიპი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

თუ მაღალი წნევა გაწუხებთ, ვარდკაჭაჭას ნაყენი თქვენი მუდმივი თანამგზავრი უნდა გახდეს - ვარდკაჭაჭას მსუბუქი შარდმდენი ეფექტი აქვს, ამიტომ ის დაბლა სწევს არტერიულ წნევას.

ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით, ვარდკაჭაჭა ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს და იცავს მას დაბინძურებული გარემოსგან.

როგორ მოვამზადოთ ვარდკაჭაჭას ჩაი და ყავა:

ჩაი - 1 ჩაის კოვზ ვარდკაჭაჭას დაქუცმაცებულ ფესვებს დასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, ცეცხლს დაუწიეთ და ნელ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და დალიეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ ცოტაოდენი ნატურალური თაფლიც დაუმატოთ.

ყავა - ვარდკაჭაჭას გამომშრალი ფესვები დააქუცმაცეთ და მოხალეთ ოდნავ კარაქწასმულ ტაფაზე. შემდეგ აიღეთ 1-2 ჩაის კოვზი მოხალული ფესვები და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ციცო
ვარდკაჭაჭას ყავა იყიდება.აქვს თუ არა მასაც სასარგებლო თვისებები
20:01 / 23-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS