04 ნოემბერი, 2016
ქალმა, რომელმაც 85 კილო დაიკლო, ინტერნეტმომხმარებლების აგრესია გამოიწვია: როგორ დაამტკიცა მან საკუთარი სიმართლე
24 წლის, ახალი ზელანდიის მკვიდრი, სიმონა ანდერსონი შარშან 169 კილოს იწონიდა. ვარჯიშის შედეგად ქალმა 85 კილო დაიკლო.

სიმონამ ინტერნეტში საკუთარი ფოტოები განათავსა - გახდომამდე და გახდომის შემდეგ, რასაც კომენტარი დაურთო: ჩემი ძლიერი სურვილი მიზნის მიღწევაში დამეხმარა. 11 თვის მანძილზე, ყოველ დილით 5 საათზე ვიღვიძებდი და ტკივილამდე და ტირილამდე ვვარჯიშობდი. ახლა ახალი მიზანი მაქვს - ტრიატლონში ჩავერთო და სრული მარათონი გავირბინო.

ანდერსონმა ცოტა ხანში კვლავ განათავსა საკუთარი ფოტოები ინტერნეტში, რათა ხალხისთვის ეჩვენებინა, როგორ გამოიყურება. თუმცა, დადებითის
ნაცვლად, სიმონამ უარყოფითი კომენტარები მიიღო.

მას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებდნენ. ინტერნეტმომხმარებლისთვის დაუჯერებელი იყო ის ფაქტი, რომ გახდომის შემდეგ სიმონას კანი არ მოემჩვარა და არ ჩამოეკიდა.

მაგრამ სიმონამ აქაც გამოიჩინა ნებისყოფა და საპასუხო კომენტარი და ფოტოები გამოაქვეყნა: "მიმტკიცებთ, რომ ფოტოზე მე არ ვარ, განსხვავებული ფერის თმა და წარბის ფორმა მაქვს. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ 11 თვის მანძილზე ადამიანები იცვლებიან, მობილურიც შევცვალე და ინტერიერიც ოთახში. თუ ჩემი მომჩვარული კანის ფოტოების ნახვა გსურთ, - უყურეთ".

იხილეთ სრულად მარაო. ge -ზე

фото похудевших женщин до и после фото
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS