მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, კარგი იქნება, ნიორს ჯერ დაჭყლეტთ ან დაკეპავთ, გააჩერებთ 15 წუთით და შემდეგ მიირთმევთ.
ნიორი უნდა შეჭამოთ მშიერ კუჭზე. საქმე ის არის, რომ სავსე კუჭს უჭირს ყველა საკვები ნივთიერების სრულყოფილად ათვისება და გადამუშავება.
შეგიძლიათ 2-3 კბილი ნიორი წვრილად დაჭრათ და ერთ ჩაის კოვზ თაფლში აურიოთ. თუ ამ ნაზავს ერთი კვირის
ნივრის სიროფი გრიპისთვის
ინგრედიენტები:
ნახევარი თავი ხახვი.
5 კბილი ნიორი.
2 წითელი წიწაკა ჩილი.
1 სადილის კოვზი კოჭა.
1 ლიმონის წვენი.
ვაშლის ძმარი.
მომზადების წესი:
350-500-მილილიტრიან მინის ქილაში ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, წიწაკა, დაქუცმაცებული კოჭა და მოასხით ლიმონის წვენი (კურკები არ შეაყოლოთ). ბოლოს დაასხით ვაშლის ძმარი იმდენი, რომ ავსებამდე 1 სანტიმეტრი დააკლდეს. ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავზე და შეინახეთ.
ეს სიროფი გიშველით ყელის ტკივილის, გაციებისა და გრიპის დროს.
სოფიო ბულაური