01 ნოემბერი, 2016
უსიამოვნო სუნი პირის ღრუში - გაუმკლავდით ბაქტერიებს მარტივად
პირის ღრუს უსიამოვნო სუნი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მასტან გამკლავება არც ისე ადვილია. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა საშუალება, მაგრამ ისინი ან ძალიან ძვირია, ან ხანმოკლე ეფექტი აქვთ.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც მთლიანად ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება, მისი მესვეობით ადვილად გაუმკლავდებით აღნიშნულ პრობლემას.

ინგრედიენტები:

2 ლიმონი.
1 ჭიქა თბილი წყალი.
½ ჩაის კოვზი დარიჩინი.
1 ჩაის კოვზი საკვების სოდა.
1 ჩაის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:
ლიმონებიდან გამოწურეთ წვენი და დაუმატეთ თაფლი და დარიჩინი, მიღებული მასა ჩაასხით მინის
ბოთლში, დაუმატეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი, სოდა და კარგად შეანჯღრიეთ.

გამოყენების წესი:
1-2 სადილის კოვზი მიღებული სითხე ჩაიგუბეთ პირის ღრუში და ივლეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოაფურთხეთ.

დარიჩინი ანადგურებს უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს.

თაფლს ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები აქვს.

სოდა ათეთრებს კბილებს.

ლიმონის წვენს აქვს სასიამოვნო არომატი, ამასთან, ისიც კლავს პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS