01 ნოემბერი, 2016
როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები - სულ ორი ინგრედიენტი
კანის ფორები ხშირად იჭედება ცხიმითა და მკვდარი უჯრედებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ფერიმჭამელები - შავი წერტილები კანზე.

ჭუჭყი არ არის ფერიმჭამელების წარმოქმნის მიზეზი, შესაბამისად, სახის გაწმენდით პრობლემას ვერ გადაჭრით. შემოგთავაზებთ ეფექტურ რეცეპტს, რომელიც შავი წერტილების მოშორებაში დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:

1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
1 ჩაის კოვზი საკვების სოდა.

მომზადების წესი:

ორივე ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით პრობლემურ უბნებზე, გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მართალია, პრობლემას ერთი წასმით ვერ გადაჭრით, ამისთვის დრო დაგჭირდებათ, მაგრამ
საბოლოო შედეგი გაგაოცებთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS