31 ოქტომბერი, 2016
კასტილიური საპონი - სუფთა და ჯანმრთელი კანის გარანტია
სილამაზე სუფთა კანით იწყება. ამიტომაც კანის მოსავლელად ქალები არაფერს იშურებენ. კოსმეტოლოგიაშიც უამრავი საშუალება არსებობს ამისთვის.

ყოველდღიურად კანის მოვლა გულისხმობს მის სისუფთავეს, დატენიანებასა და კვებას. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ერთი გამოყენებით შეგიცვლით სამივე პროცედურას. გარდა ამისა, დაგეხმარებათ ფერიმჭამელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ინგრედიენტები:

½ ჭიქა თხევადი კასტილიური საპონი.

½ ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი.

10-15 წვეთი ლავანდის ზეთი.

მომზადების წესი:

ჯამში ჩაასხით კასტილიური საპონი, დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და ლავანდის ეთერზეთი, კარგად აურიეთ და ჩაასხით მინის ბოთლში.

დაიბანეთ სახე ამ ნაზავით
ყოველდღე - დილით და ძილის წინ.

უკვე ერთ კვირაში აშკარად იგრძნობთ შედეგს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS