31 ოქტომბერი, 2016
7 ვიტამინი, რომლებიც 40 წლიდან უნდა მიიღოთ
ვიტამინებისა და მიკროელემენტების ჯგუფი როგორც იცით ებრძვის ასაკობრივ დაავადებებს. ამ ჯგუფის უნარიანობის ამაღლებისთვის საუკეთესო საშუალება - ჯანსაღი და დაბალანსებული რაციონია.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი კვება ყველა ასაკში აუცილებელია, 40 წლის შემდეგ განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან წესები იცვლება - ამ ასაკში ორგანიზმი ვერ მუშაობს ისე, როგორც 20 წლის ასაკში.
გთავაზობთ 7 ვიტამინსა და მიკროელემენტს, რაც 40-ის მერეა აუცილებელი:

1. ვიტამინი B12

Rating
40 წლის და მეტი, შემდეგ ეს ვიტამინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ის აუცილებელია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისა და
სისხლის მიმოქცევისთვის.
დღის დოზა: 2 ჭიქა რძე

2. კალციუმი
Rating
ჯანმრთელ ძვლებთან ერთად, კალცი აუცილებელია კუნთების შემცირებისთვის, გულის, ნერვის მუშაობისა და სხვა ბიოქიმიური რეაქციისთვის.

დღის დოზა: 150 გრ ყველი

3. ვიტამინი D

Rating
D ვიტამინი გიცავთ დაბერებისგან, ამიტომ განსაკუთრებით საჭიროა 40 წლის შემდეგ. გარდა ამისა, ის აუცილებელია ორგანიზმში კალცის უკეთ გათავისებითვის.
D ვიტამინის ნაკლებობამ, შესაძლოა დიაბეტამდე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებამდე, გაფანტულ სკლეროზამდე, სარძევე ჯირკვლების, მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნემდე მიგიყვანოთ.

დღის დოზა: 100 გრ ცხიმიანი თევზები

4. მაგნიუმი

Rating
მაგნიუმი ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინია სისხლის წნევის დარეგულირებისთვის. ეხმარება ორგანიზმს კალცის გათავისებაში, ხელს უწყობს კუნთების, ნერვების მუშაობასა და სისიხლში შაქრის დონის რეგულირებას.
მისი ნაკლებობა ასევე იწვევს დიაბეტს, ანთებას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

დღის დოზა: 300 გრ მოხარშული ისპანახი


5. კალიუმი

Rating
ნორმალური სისხლის წნევისთვის ასევე მნიშვნელოვანია კალიუმი. დიდი რაოდენობით კალიუმის შემცველი საკვების რეგულარული მიღება ინფაქტის რისკს ამცირებს.

დღის დოზა: 300 გრ ლობიო

6. ომეგა-3

Rating
შესაძლოა ცხიმოვან მჟავებს, მაგ: ომეგა-3, ვიტამინთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მისი შემცველობა აფერხებს სიბერეს.

დღის დოზა: 2 ც კაკალი.

7. პრობიოტიკები

Rating
ვიტამინებსა და მიკროელემენტებს არც პრობიოტიკები მიეკუთვნება, თუმცა 40 წლის შემდეგ აუცილებელია ქალის ჯანმრთელობისთვის.
მნიშვნელოვანია ნაწლავის მოქმედებისთვის, ჯანსაღი წონის შენარჩუნებისთვის, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტისა და ინფაქტის პროფილაქტიკისთვის.

დღის დოზა: 300 გრ იოგურტი.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლალა
და თუ ფული არ გვაქვს მაშინ როცა მოვკვდებით მაშინ მოვკვდეთ რა უშავს ხოოოო თუნდაც 42 წლის ხოოოომ????
22:12 / 08-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS