26 ოქტომბერი, 2016
ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ნებისმიერ ანალოგზე უკეთესია
ცნობილი ამერიკელი ექიმი რიჩარდ შულცი ირწმუნება, რომ ინფექციების უმრავლესობა აფთიაქში შეძენილი ანტიბიოტიკების გარეშეც შეიძლება განიკურნოს.

ამისთვის უნდა იცოდეთ, თუ როგორ მოამზადოთ ბუნებრივი ანტიბიოტიკი მცენარეებით.

დაგჭირდებათ:

- ვაშლის ძმარი
- ახალი, მწარე წიწაკა, 100 გრ
- წითელი ხახვი, 500 გრ
- ნიორი, 500 გრ
- შუშხა, 500 გრ
- კოჭას ფესვი, 250 გრ

მომზადების წესი:

1. თავდაპირველად წვრილად დაჭერით ყველა ინგრედიენტი;
2. ყველაფერი ერთად მოზრდილ, მინის ქილაში მოათავსეთ და დაასხით ძმარი - ისე, რომ შემადგენლობა დაფაროს.
3. დაახურეთ
ქილას და კარგად შეანჯღრიეთ.
4. 3-5 კვირის მანძილზე ქილა ბნელ ადგილას შეინახეთ. დღეში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ.
5. შემდეგ ნარევი უბრალოდ გაწურეთ დოლბანდის საშუალებით.
6. ყველაზე უკეთესი ვარიანტია, თუ ნაყენს გამჭვირვალე ქილაში არ შეინახავთ და მზის შუქს მოარიდებთ. სასურველია ცივ ადგილას შეინახოთ.

როგორ მიიღოთ:

სასმელი დალიეთ, როცა თქვენს ორგანიზმში ანთებითი პროცესები მიმდინარეობს ან, როცა ინფექციური დაავადებებით იტანჯებით, მათ შორის გაციებით. სასარგებლოა იმუნური სისტემის გაჯანსაღებისთვის.

ერთჯერადად უნდა დალიოთ 1 ჩაის კოვზი. თუ გემო არ მოგწონთ და დალევა გიჭირთ, შეგიძლიათ 100 მლ წყალში გააზავოთ.

ამ სახის ნაყენის მიღება შეგიძლიათ დღეში 5-ჯერ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS