22 ოქტომბერი, 2016
როგორ მოვიშოროთ ფეხის სუნი
ეს პრობლემა ინ ადამიანებს უჩნდებათ, რომლებსაც 8-10 საათის განმავლობაში ერთსა და იმავე ფეხსაცმელით უწევთ მუშაობა. თუმცა, ფეხის სუნი შეიძლება რამდენიმე ასპექტზე იყოს დამოკიდებული, მათ შორის ჭარბოფლიანობაზე. ბაქტერიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სუნის წყაროს, გამრავლებისთვის ასეთი გარემო ყველაზე ხელსაყრელია.

შემოგთავაზებთ ძალიან მარტივ მეთოდს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დაგიცავთ ფეხის უსიამოვნო სუნისგან.

დაგჭირდებათ:

4 ჭიქა ცხელი წყალი.

5 პაკეტი შავი ჩაი.

პროცედურა:

ტაშტში ჩაასხით ცხელი წყალი და მოათავსეთ მასში ჩაის პაკეტები. გააჩერეთ 20 წუთით, ვიდრე ფერი კარგად გამოუვა და ჩაყავით
ფეხები ნახევარი საათის განმავლობაში.

პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე 10 დღის განმავლობაში.

ფეხებიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად გამოგადგებათ საკვები სოდაც - წაისვით ცოტაოდენი წინდებისა და ფეხსაცმლის ჩაცმის წინ 2-3 კვირის განმავლობაში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS