19 ოქტომბერი, 2016
რა შეუძლია ზეთისხილის ფოთლებს - გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა
ცნობილია, რომ ზეთისხილის ფოთლებს ძველ ეგვიპტეში ფარაონების მუმიფიცირებისას იყენებდნენ. ძლიერი ანტიმიკრობული თვისებების გამო მას ბევრი დაავადების მკურნალობისას მიმართავენ.

ზეთისხილის ფოთლები ძალზე ეფექტურია დიაბეტის, ინსულტის, მაღალი არტერიული წნევის, ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობის დროს.

ასევე, დაგეხმარებათ ჰერპეს ზოსტერის, მენინგიტის, გრიპის, ენცეფალიტის, პნევმონიტის, ყურის ინფექციების, მძიმე დიარეის, გაციების, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების მკურნალობისას.

რეცეპტი:

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნედლი ზეთისხილის ფოთლები.

ფოთლები კარგად გარეცხეთ და სოდიან წყალში ჩაალბეთ. შემდეგ სუფთა წყალში კარგად გაავლეთ.

100-150 ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი,
შემოდგით ცეცხლზე, როგორც კი დუღილს დაიწყებს, ცეცხლ დაუწიეთ და ნელ ცეცხლზე კიდევ 20 წუთს ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ, მინის ბოთლში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ.

დალიეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS