18 ოქტომბერი, 2016
გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა - გათავისუფლდით ტოქსინებისგან
სწორი ნაწლავის გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცესია ორგანიზმისთვის. მის მდგომარეობაზე ბევრადაა დამოკიდებული ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობა. სწორი ნაწლავი არეგულირებს პროცესს, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და იცავს მას მავნე ნივთიერებების ზეგავლენისგან.

სხვათა შორის, რეცეპტი, რომელსაც სწორი ნაწლავის დასახმარებლად შემოგთავაზებთ, ქრონიკული შეკრულობისგან განკურნებაშიც დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:

½ ფინჯანი ვაშლის წვენი.

2 სადილის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი.

1 ჩაის კოვზი კოჭას ზეთი.

½ ჩაის კოვზი ზღვის მარილი.

½ ჭიქა წყალი.

მომზადების წესი:

თბილ წყალში კარგად გახსენით ზღვის მარილი, შემდეგ დაუმატეთ ვაშლისა და
კოჭას წვენი. კარგად აურიეთ და დალიეთ დილით უზმოზე და საღამოს ვახშმის წინ მშიერ კუჭზე.

არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ:

თუ ავად ხართ ან ალერგია გაწუხებთ, იცოდეთ, რომ ეს სწორი ნაწლავის გასაწმენდად არახელსაყრელი დროა.

თუ ორსულად ხართ, სწორი ნაწლავის გაწმენდამდე კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გაწმენდის პროცედურა დასაშვებია მხოლოდ კვირაში ერთხელ და არაუმეტეს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS