17 ოქტომბერი, 2016
თავბრუსხვევა შესაძლოა საშიში დაავადების სიმპტომი იყოს
ჰარვარდის სამედიცინო სკოლა გვაფრთხილებს, რომ თავბრუსხვევა შესაძლოა დემენციისა და პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშანი იყოს.

გვამცნობენ, რომ ადამიანები, რომლებსაც ფეხზე დიდხანს დგომის შემთხვევაში თავბრსუხვევა აწუხებთ, შესაძლოა არტერიული წნევის საშიშროების წინაშე დადგნენ, რაც ტვინის დეგენერაციულ დაავადებებს შეუწყობს ხელს და შესაძლოა ნაადრევ სიკვდილამდეც მიგიყვანოთ.

თუმცა ზოგიერთი წამალი და გაუწყლოებაც მსუბუქ თავბრუსხვევას იწვევს, პრობლემის განმეორება კი შესაძლოა ორთოსტატული ჰიპერტენზიის გამომწვევი გახდეს.

სპეციალისტებმა 165 ათას ადამიანზე მოახდინეს დაკვირვება, რომელთაც ორთოსტატული ჰიპერტენზია აწუხებდათ, რაც მაშინ ხდება, როცა 3 წუთიანი დგომის ან
ჯდომის შემდეგ არტერიული წნევა ვარდება.

10 წლის მანძილზე, მონაწილეთა 54%-ს მდგომარეობა დაუმძიმდა, როცა თავბრუსხვევამ იმატა. ამასთან 31% თავის ტვინის ისეთი დაავადებები გამოუვლინდა, როგორებიცაა პარკინსონი და დემენცია.

კვლევების შედეგად, ადრეული სიკვდილის საშიშროება 29%-დან 50%-მდე გაიზარდა მათ შორის, ვისთანაც ორთოსტატული ჰიპერტენზია პროგრესირებდა.

მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ შესაძლებელია ადრეული დიაგნოზის დასმა და ამ მდგომარეობისგან დროულად განკურნება, რასაც შეუძლია ადრეულ სიკვდილამდე მიგიყვანოთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS