17 ოქტომბერი, 2016
ცელულიტის საწინააღმდეგო პასტა - მაგიური ეფექტი
არა აქვს მნიშვნელობა მსუქანი ხართ თუ გამხდარი, ცელულიტი ნებისმიერ შემთხვევაში არასასიამოვნოა.

ცელულიტი ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება წარმოიქმნას, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს ორგანიზმს შიგნით არსებული ცხიმისა და შემარეთებელი ქსოვილის დისბალანსის ბრალია. თავისი წლილი შეაქვს დიეტასა და გენეტიკას.

შემოგთავაზებთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც სულ რაღაც ორი ინგრედიენტისგან შედგება, მაგრამ ძალიან დაგეხმარებათ ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ინგრედიენტები:

¼ ფინჯანი დაფქული ყავა.

3 სადილის კოვზი თბილი წყალი.

2 სადილის კოვზი ზეითუნის ან ნუშის ზეთი.

მომზადების წესი:

შეურიეთ ერთმანეთში წყალი და
ყავის ნალექი და გააჩერეთ 10 წუთით. სანამ ყავა წყალს შეიწოვს, დაუმატეთ ზეთი და კარგად აურიეთ.

შხაპის მიღების შემდეგ ყავის პასტა წაისვით პრობლემური მონაკვეთის ირგვლივ და 5-10 წუთის განმავლობაში დაიზილეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ.

სასურველი შედეგის მისაღწევად პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-4-ჯერ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS