16 ოქტომბერი, 2016
გაახალგაზრდავება 15 წუთში - ბრინჯის ნიღაბი სახისთვის
ბრინჯის ნიღაბს სახის დაჭიმვის დაუჯერებელი ეფექტი აქვს. ბრინჯი ლინოლეის მჟავის, ძლიერი ანტიოქსიდანტის შემცველია და კოლეოგენის გამომუშავებას ასტიმულირებს. ნაოჭი მაშინ ჩნდება, როცა კოლეოგენები აღარ არის საკმარისი, ეს ასაკობრივ ჰორმონალურ ცვლილებებთან, არასწორ კვებასთან და მოწევასთანაა დაკავშირებული.

იაპონელი ქალები ბრინჯს სახის ნიღბისთვის იყენებენ, ეს კანს ფაიფურის ბზინვარებას ანიჭებს.

ღრმა დატენიანება, სახის წმენდა, ნაოჭების მოშორება და პრობლემური ადგილების დაჭიმვა - ამ ყველაფერს თქვენს კანს ბრინჯის ნიღაბი მიანიჭებს.

გთავაზობთ, ჭკვიანი კოსმეტოლოგის რეცეპტს, რომელმაც ნაოჭებზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩვენ.

ინგრედიენტები:

3 ს.კ. ბრინჯი.

1 ს.კ. რძე.

1 ს.კ. თაფლი.

1. მოხარშეთ ბრინჯი ცოტაოდენ წყალში, გაწურეთ. ბრინჯის ნახარში შეინახეთ. აურიეთ რძე, ბრინჯი და თაფლი - საკმაოდ სქელ მასას მიიღებთ.

2. ნიღაბი სუფთა და მშრალ კანზე წაისვით, გაიჩერეთ სახეზე, ვიდრე ბრინჯი ბოლომდე არ გამოშრება. ჩამოიბანეთ სახე გადანახული ბრინჯის ნახარშით.

ოპტიმალური შედეგის მისაღებად, საკმარისია ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთოთ. ბრინჯი კანს დაგიტენიანებთ, დაარბილებს კანს, მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს და გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.

ბრინჯში შემცველი ანტიოქსიდანტები ანთებით პროცესს აღმოფხვრის, ბრინჯს ასევე შეუძლია ულტრაიისფერი სხივების უარყოფითი გავლენის შედეგი მოგაშოროთ.

ჩაიხედეთ სარკეში სიხარულით და მიეცით მეგობრებს საშუალება გახდნენ უფრო ახალგაზრდები - გაუზიარეთ მათ ეს რეცეპტი!

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS