12 ოქტომბერი, 2016
ნაოჭები, აკნე, მუქი რგოლები, მზის ალერგია - ეს მცენარე ყველა პრობლემას მოგიგვარებთ
ოხრახუში დიდ რაოდენობით შეიცავს მინერალებსა და ვიტამინებს, მისი წვენი კი მდიდარია ეთერზეთებით, რომლებშიც უხვადაა მანგანუმი და კალიუმი. ამგვარად, ოხრახუშს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ქრონიკული დაღლილობის, შარდსადენი გზების ინფექციების, ციებ-ცხელების, ღვიძლის დაავადებებისა და თვალების ანთების მკურნალობისას.

ოხრახუშს აქვს ძლიერი აღმდგენი და მათეთრებელი თვისებები, რასაც ხშირად იყენებენ კოსმეტოლოგიაში. ოხრახუში მკურნალობს, აგრეთვე, კანის სიწითლეს, შეშუპებას, მუწუკებსა და ფერიმჭამელებს, ასევე, უზრუნველყოფს კანის ჯანსაღ ფერს.

შემოგთავაზებთ ლოსიონის რეცეპტს, რომელიც ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:

2 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუშის
ფოთლები.

1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი.

200 მილიგრამი წყალი.

მომზადების წესი:

აადუღეთ წყალი ჩაყარეთ ოხრახუშის დაჭრილი ფოთლები და ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ. შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ და დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი და ჩაასხით მინის ჭურჭელში.
შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების წესი:

ლოსიონი უნდა გამოიყენოთ დღეში ორჯერ - დილით და საღამოს. ის ასუფთავებს ფორებს და ათეთრებს კანს. გარდა ამისა, ის მოგაშორებთ მუქ რგოლებს თვალების ირგვლივ, ჭორფლსა და მუწუკებს.

სულ რაღაც ერთ თვეში შთამბეჭდავ ეფექტს მიიღებთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS