12 ოქტომბერი, 2016
დაიდეთ სხეულზე ხახვი - როგორ რეაგირებს ორგანიზმი
ხახვის სამკურნალო თვისებები ფართოდაა ცნობილი. სამკურნალოდ მას წინდებშიც იდებენ და ყურშიც. ხახვი აქტიურად ებრძვის გაციებას, ციებ-ცხელებას და ჰიპერტონიულ სიმპტომებს.

ყურის ტკივილის დროს ხახვი გაფცქვენით, ამოაცალეთ გული და ყურში ჩაიდეთ. შეგიძლიათ ეს პროცედურა დაძინების წინაც გაიმეოროთ. დილით თავს ბევრად უკეთესედ იგრძნობთ.

ხახვი მთელი ღამის განმავლობასი განაგრძობს მოქმედება და ანადგურებს ანთებისა და ტკივილის გამომწვევ მიზეზებს.

წინდებში ხახვის ჩადების პრაქტიკა ძველი ჩინური მედიცინიდან გავრცელდა. ჩინელი მკურნალები ირწმუნებიან, რომ ფეხისგულებზე უამრავი ნერვული დაბოლოებებია, რომლებიც შინაგან ორგანოებს უკავშირდება. როცა დაჭრილი
ხახვი ფეხისგულებს ეხება, თავისი ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებების წყალობით ანადგურებს დაავადებების გამომწვევ ვირუსებსა და ბაქტერიებს.

ფოსფორის მჟავა, რომელიც ცრემლებს გვაღვრევინებს ხახვის გაფცქვნისას სხეულზე შეხებისას სისხლში აღწევს და ასუფთავებს მას. ამით უმჯობესდება ჯანმრთელობა და ორგანიზმიც უკეთ ებრძვის ინფექციებსა და ანთებით პროცესებს.

ძილის წინ დაჭრილი ხახვი ჩაიდეთ წინდებში და ყურში - ეს ბევრად გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS