თუ გსურთ საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობა გაიგოთ, ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე ნიშანს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიგოთ.
ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები
საჭირო ოთახის ხშირი მოთხოვნილება მიუთითებს, რომ თქვენი ორგანიზმი სავსეა ტოქსინებით, მაგრამ ნუ შეშინდებით. თუ ხშირად დადიხართ ტუალეტში, ესე იგი ტოქსინებს გამოდევნით კიდეც ორგანიზმიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემები გარდაუვალია.
თუ ზემოაღნიშნული სიმპტომი შენიშნეთ, მიიღეთ მეტი სითხე, ჩაი და პრობიოტიკები. ეს გაგიუმჯობესებთ ნაწლავების მიკროფლორას და ტოქსინებს უფრო სწრაფად გამოდევნის.
უსიამოვნო სუნი პირის ღრუში
ორგანიზმში ტოქსინების სიჭარბეზე მიუთითებს უსიამოვნო
უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად ყოველდღე გაიწმინდეთ ენა და ჭამეთ ოხრახუში - ბუნებრივი დეტოქსიკანტი.
რეაგირებთ ზოგიერთ სუნზე
თუ თქვენ სერიოზული რეაქცია გაქვთ რომელიმე სუნამოს სუნზე ან კვამლზე, უნდა ივარაუდოთ, რომ ესეც ტოქსინების ბრალია და მიანიშნებს, რომ ღვიძლი ვერ ასწრებს მათ გადამუშავებას.
დეტოქსიკაციის პროცესში ბაბუაწვერას ჩაი დაგეხმარებათ.
ვერ იკლებთ წონაში
არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც დიდი მცდელობის მიუხედავად, ორგანიზმს უჭირს ზედმეტი კილოგრამების მოშორება. პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს ჰორმონებს, არასწორ კვებას და რა თქმა უნდა, სისხლში ტოქსინების სიჭარბეს.
მიეჩვიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რეგულარულად გაიწმინდეთ ორგანიზმი და სწორად იკვებეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ ტოქსინებისა და ზედმეტი წონის მოშორებას.
სოფიო ბულაური