10 ოქტომბერი, 2016
ტკივილი ზურგის არეში - სმუზი ძვირად ღირებული მასაჟის ნაცვლად
დღეს ზურგის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამის მიზეზი ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი და არასწორი ან ზედმეტი ფიზიკური დატვირთვაა. ზოგჯერ კი - სტრესული შრომის პირობები.

ზურგის მკურნალობა მოიცავს ძვირად ღირებულ მასაჟებს და ალტერნატიული მეთოდით მკურნალობას. ამასთან, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გამოიყენოთ რაც შეიძლება მეტი ნატურალური, ორგანული ინგრედიენტები, რომლებსაც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც სწორედ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება.

ინგრედიენტები:

½ ჭიქა მოცვი.

ქორფა ისპანახი.

1 ვაშლი.

1 სადილის
კოვზი თაფლი.

½ ჩაის კოვზი კოჭა.

1/3 ჭიქა წყალი.

მომზადების წესი:

კოჭა მოხარშეთ, გადმოდგით და გააგრილეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ სხვა ინგრედიენტებთან ერთად კარგად აურიეთ კრემის კონსისტენციამდე. მიირთვით ყოველდღე ეს სმუზი და ზურგის ტკივილი თანდათან გაგივლით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გოგა
ან იყიდეთ სმუზი და დალიეთ
22:41 / 10-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS