10 ოქტომბერი, 2016
ჭამეთ ეს ყოველ დილით - შედეგი გასაოცარია
დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის - ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ვიდრე დღის განმავლობაში მიღებული დანარჩენი საკვები.

სპეციალისტები აღიარებენ, რომ საუკეთესო საუზმე შვრიის ფაფაა. ის დიდი რაოდენობით შეიცავს უჯრედისს. ამასთან დიდი ხნით უნარჩუნებს ორგანიზმს ნაყროვანების შეგრძნებას.

შვრიის ფაფას ბევრი დადებითი თვისება აქვს:

აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის დონეს

შვრია ბევრ რკინასა და უჯრედისს და ცოტა ქოლესტერინს შეიცავს. ის შეიძლება ნებისმიერ საკვებთან ერთად მიირთვათ. გარდა ამისა, შვრიის ფაფა აჩქარებს საკვების დაშლისა და მონელების პროცესს.

ამცირებს გულის შეტევებისა და
კიბოს რისკს

ვინც რეგულარულად მიირთმევს შვრიის ფაფას, მას ყველაზე ნაკლებად ემუქრება გულისა და კიბოს დაავადებების განვითარების რისკი.

აწესრიგებს არტერიულ წნევას

შვრია შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც შესწევს უნარი დაარეგულიროს სისხლის წნევა. ვისაც მაღალი წნევა აწუხებს, სასურველია რეგულარულად მიირთვას შვრიის ფაფა.

ხელს უწყობს გახდომას

შვრიის ფაფა, როგორც აღვნიშნეთ, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ამდენად, განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მანანა
მაინტერესბს,მე კოველ დილიტ მივირტმევ,ცავიკიტხე მისი სარგებლობის ტვისებები,მაგრამ გამიგია რომ კალც ს აცლის ორგანიზმიდანო კოველდგე ცჰამაო და რადმენად მარტალია გვიპასუხეტ
19:57 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS