07 ოქტომბერი, 2016
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ რა იწვევს მკერდის სიმსივნის პროვოცირებას
კანადელი მეცნიერები, უამრავი კვლევის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ სარძევე ჯირკვლებში არსებობს ბაქტერიები, რასაც სიმსივნის განკურნება შეუძლია.

მაგრამ სხვადასხვა გარემოების მიხედვით, ამავე ბაქტერიებს არა მარტო განკურნება, არამედ დაავადების პროვოცირებაც შეუძლია.

ცნობილია, რომ ბაქტერიული ფონი ადამიანის ნაწლავებშია, ახლახან კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მსგავსი ფონი არსებობს სარძევე ჯიკვლებშიც. დიდი ხნის მანძილზე მეცნიერები ვერ ადგენდნენ, თუ რა იწვევდა მკერდის კიბოს. სტატისტიკის მიხედვით კი ყოველი მერვე ქალი, ამ დაავადების მსხვერპლია და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

მეცნიერებმა მკერდის კიბოთი დავადებული ქალის
ქსოვილის ნიმუშები ჯანმრთელი ქალის ქსოვილებს შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ თითქმის ყველა ქსოვილში ერთნაირი მიკროორგანიზმებია.

ბაქტერიები Enterobacteriaceae, Staphylococcus და და Bacillus, სიმსივნით დაავადებულ ქალთა უმრავლესობას აღმოაჩნდა, Lactococcus და Streptococcus კი - ჯანმრთელებს.

სარძევე ჯირკვლების ასეთი აქტიური მიკლოფლორა გამოწვეულია იქედან, რომ გარემოდან მიღებულ მიკროელემენტებს ორგანიზმი სწორედ მკერდის ნაზი ქსოვილებისგან იღებს.

მეცნიერებს ჯერ ბოლომდე არ გაუკვევიათ ახდენს, თუ არა დაავადების პროვოცირებას პირველი ბაქტერიული ჯგუფი, ასევე არ არის დადგენილი რამდენად შველის Lactococcus და Streptococcus, ამიტომ კვლევები გრძელდება.

დღესდღეობით კი ცნობილია, რომ: ამ ბაქტერიების გახსნა სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოსტიკას უფრო ეფექტურს გახდის.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS