07 ოქტომბერი, 2016
როგორ მოვიშოროთ ნაწიბურები სახიდან
ბევრს აწუხებს სახეზე ნაიარევი და ნაწიბურები, რომლებსაც სიამოვნებით მოიშორებდა, მით უმეტეს, თუ ეს ბუნებრივი გზით შესაძლებელია.

გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც სწორედ ბუნებრივი ინგრედიენტების მეშვეობით დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.

ინგრედიენტები:

60 მილიგრამი ვაშლის ძმარი.

30 მილიგრამი ყურძნის წიპწების ზეთი.

2 სადილის კოვზი ალოე ვერას რბილობი.

მომზადების წესი:

ბლენდერის მეშვეობით ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. შენახვის ვადა შვიდი დღეა, შემდეგ ახალი უნდა მოამზადოთ.

გამოყენების წესი:

დაძინებამდე 2-3 საათით ადრე მიღებული მასა სქელად
წაისვით პრობლემურ მონაკვეთზე და შემდეგ გვირილის თბილი ნაყენით ჩამოიბანეთ.

მკურნალობის კურსი 3 თვეა. საქმე ის არის, რომ ხალხური საშუალებები გაცილებით რბილად მოქმედებს, ვიდრე ფარმაცევტული.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS