ბანანის კანი
ეს ვარიანტი დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. დაგჭირდებათ მხოლოდ ბანანი. ბანანის კანი ნაწრებად დაჭერით და ათი წუთის განმავლობაში ისვით სახეზე. შემდეგ გაიჩერეთ 20 წუთით და სახე გულმოდგინედ ჩამიბანეთ. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ გაიმეორეთ.
რა თქმა უნდა, ბანანის კანის წასმამდე სახე კარგად უნდა დაიბანოთ.
ბანანი და შვრიის ფქვილი
ბლენდერში მოატავსეთ ბანანის კანი, 3 სადილის კოვზი
პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე.
ბანანის კანი და თაფლი
ბანანის ქერქი გაქენით, დაუმატეთ ½ სადილის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ - პასტის კონსისტენციამდე. მიღებული მასა ბამბის ტამპონით წრიული მოძრაობებით წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე.
ბანანის ქერქს ბევრი უპირატესობა აქვს:
შეიცავს А, В, С და Е ვიტამინებს.
შეიცავს თუთიას, მანგანუმსა და რკინას, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს.
ასუფთავებს ფორებს ტოქსინებისგან.
აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, ამიტომაც ადვილად ამარცხებს აკნეს ბაქტერიებს.
კანს ტენიანობას უნარჩუნებს.
სოფიო ბულაური