პროდუქტები წმენდს კანის დაბინძურებულ ზედაპირს, ხსნის დაღლილობას, კანს ნორმალურ ფერს უბრუნებს
თუ მაკიაჟის მოსაცილებელი რძე დაგიმთავრდათ, მის როლს წარმატებით შეასრულებს კეფირი ან მაწონი. რძემჟავა პროდუქტები წმენდს კანის დაბინძურებულ ზედაპირს, ხსნის დაღლილობას, კანს ნორმალურ ფერს უბრუნებს.
თუ გსურთ, კანს ელასტიკურობა და სიმკვრივე დაუბრუნოთ, შემდეგი ნიღაბი გამოიყენეთ: მაწონი ან კეფირი ცოტა უფრო სქელი რომ იყოს, მას ცოტაოდენი ფქვილი და ზეთი დაუმატეთ. მიღებული მასა სახეზე წაისვით და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ჟურნალი „რეიტინგი“