06 ოქტომბერი, 2016
საუკუნის დაავადება - უმკურნალეთ ასთმას მარტივად
ასთმას სპეციალისტები საუკუნის დაავადებას უწოდებენ. ალტერნატიული მედიცინის მიმდევრებმა ამ დაავადებისთვისაც მოძებნეს ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი ზიანის გარეშე დაგეხმარებათ ასთმის შეტევების სიმწვავისა და სიხშირის შემცირებაში.

დაიწყეთ დღე ვიტამინებით. მოიმზადეთ გრილი ლიმონიანი წყალი. ეს სასმელი მთელი დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობის წყლით მოგამარაგებთ.

ინგრედიენტები:

წყალი (რამდენისც გინდათ).

ლიმონი (იმდენი, რამდენი მჟავიანობის ატანაც თქვენს ორგანიზმს შეუძლია).

კოჭა (სურვილისამებრ).

მომზადების წესი:

ლიმონი დაჭერით და მოათავსეთ წყალში. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ კოჭაც დაამატოთ. კოჭა ანთებითი პროცესების დაძლევაშიც დაგეხმარებათ.

ზემოაღნიშნულ ინგრედიენტებს
შეგიძლიათ, ასევე, დაამატოთ:

ანანასი.

კიტრი.

კაიენის წიწაკა.

კურკუმა.

გაითვალისწინეთ: ზოგადად, ხალხური რეცეპტების გამოყენებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, თუ ალერგიული ხართ ან გაქვთ მიდრეკილება, დაიცავით მითითებული დოზები და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა.

საერთოდ, კარგად განსაზღვრეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა - გჭირდებათ თუ არა ამა თუ იმ ხალხური რეცეპტის გამოყენება. კარგი იქნება, თუ ნებისმიერი რეცეპტის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართავთ.
ერთმა და იმავე რეცეპტმა სხვადასხვა პაციენტის ორგანიზმზე შეიძლება განსხვავებულად იმოქმედოს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS