04 ოქტომბერი, 2016
რით ვუშველოთ გაჭედილ ცხვირს - გაითავისუფლეთ სასუნთქი გზები
უკვე გახშირდა გაციების გრიპისა და სხვადასხვა ვირუსის სემთხვევები. შემოგთავაზებთ რეცეპტ, რომლის დახმარებითაც ადვილად მოერევით ინფექციებს, გაისუფთავებთ გაჭედილ ცხვირსა და სასუნთქ გზებს.

ინგრედიენტები:

1 თავი ხახვი - საშუალო ზომის.
2 ჭიქა წყალი.
1 ლიმონის წვენი.
2 სადილის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:

ხახვი მსხვილად დაჭერით, დაასხით წყალი და ადუღეთ ზომიერ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ. როცა გაგრილდება, დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი - მიღებული რაოდენობა ერთი დღის ნორმაა -
დალიეთ მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS