03 ოქტომბერი, 2016
ნუ გადაყრით საზამთროს ქერქს - მოიწესრიგეთ საჭმლის მომნელებელი სისტემა და დაიბრუნეთ მოხდენილი გარეგნობა
საზამთროს ქერქი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის. მას შეუძლია დაგეხმაროთ საჭმლის მონელებისა და ზედმეტი წონის პრობლემების მოგვარებაში.

საჭმლის მონელების პროცესის დარღვევისას, დისპეპსიისა და დისბაქტერიოზის შემთხვევაში გამოიყენეთ საზამთროს ქერქის ნახარში. ოღონდ გამოყენების წინ აუცილებლად მოაშორეთ მწვანე ფენა.

100 გრამ საზამთროს ქერქს დაახით 1 ლიტრი წყალი და ნახევარი საათის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ და შემდეგ გადაწურეთ.

დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.

ზედმეტი წონის შემთხვევაში საზამთროს ქერქს მოაშორეთ მწვანე ფენა. შემდეგ ღუმელში კარგად გამოაშრეთ 55-60
გრადუს ტემპერატურაზე.

შემდეგ გამომსრალი ქერქი დაფხვენით, აიღეთ 2 სადილის კოვზი, დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 100 მილილიტრი 3-ჯერ დღეში ჭამამდე.

ეს ნაყენი კარგია მათთვისაც, ვისაც ნაღვლისა და საშარდე გზების პრობლემები აწუხებს.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS