30 სექტემბერი, 2016
ვაშლი ცელულიტის წინააღმდეგ - მოიშორეთ ერთ თვეში 2 სმ
ვაშლი სასარგებლოა არა მარტო შინაგანი სიჯანსაღისთვის, არამედ წარმატებულად ებრძვის ცელულიტს.

ვაშლის მასაჟი - ეს პროცედურა ახალი არა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო მივიწყებულია. ცელულიტის მოსაშორებლად უამრავ კრემსა და საშუალებას იყენებთ, ის კი არ იცით, რომ ნამდვილი ეფექტური საშუალება თვალწინ გაქვთ.

ცნობილია, რომ ვაშლის წვენი ბევრ C ვიტამინს შეიცავს, რაც კოლეოგენის გამოყოფას ასტიმულირებს, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტები და B ჯგუფის ვიტამინები. ვაშლის გულში შემცველი პეპტიდები კანიდან შლაკებსა და ტოქსინებს გამოდევნის.

ანტიცელულიტური მასაჟი სახლში

დაგჭირდებათ 2 საშუალო ზომის, მწიფე ვაშლი.

1. დაასხით ვაშლს მდუღარე წყალი, რომ გათბეს და გაჭერით შუაზე.

2. შერჩეული ადგილი ვაშლის ნაჭრით დაიზილეთ მანამ, სანამ ვაშლიდან წვენის გამოდინება არ შეწყდება. შემდეგ მოაჭერით
ვაშლს ზედა ფენა და განაგრძეთ მასაჟი, ვიდრე ნაჭერი სრულიად გამოუსადეგარი არ გახდება.

3. იგივე გაიმეორეთ ვაშლის მეორე ნაჭრით.

4. კანი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

მასაჟის სიხშირე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ცელულიტის ხარისხსა და მისი მოშორების სურვილზე, რადგან შედეგი თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

ვაშლის მასაჟის პირველივე სეანსის შემდეგ კანი განახლდება, დაიბრუნებს სიგლუვეს და ჯანსაღ იერს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS