მითი
დღეში 1,5 – 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ.
რეალობა
უნდა დალიოთ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ.
მითი
ხილი ისევე სასარგებლოა, როგორც ბოსტნეული.
რეალობა
ბოსტნეული უფრო სასარგებლოა. ერთი დღის ნორმაა 4 წილი ბოსტნეული და ერთი წილი ხილი.
მითი
საუზმეზე ყველაფერი კარგია.
რეალობა
იდეალური საუზმე = ცილებს+ცხიმები+ნახშირწყლები+უჯრედისი.
მითი
ცხიმებზე უარი უნდა თქვათ.
რეალობა
არ
მითი
ხილი საუკეთესო დესერტია.
რეალობა
უმჯობესია ხილი ჭამის შუალედებში მიირთვათ.
მითი
შავი პური უფრო სასარგებლოა.
რეალობა
შავისა და თეთრი პურის კალორიულობა თითქმის თანაბარია.
მითი
ვინც ცოტას ჭამს, წონაშიც იკლებს.
რეალობა
წონაში იკლებს ის, ვინც დღეში 5-6-ჯერ ჭამს.
მითი
ახალგამოწურული წვენები საასრგებლოა და სეიძლება იმდენი დალიოთ, რამდენსაც მოისურვებთ.
რეალობა
დღეში 3 ჭიქაზე მეტი ახალგამოწურული წვენის დალევა არ შეიძლება.
მითი
18:00 საათის შემდეგ ჭამა არ შეიძლება.
რეალობა
დაძინებამდე 3-4 საათით ადრე რეკომენდებული არ არის ნოყიერად ჭამა.
მითი
კალორიები მხოლოდ სპორტდარბაზში შეიძლება დაიწვას.
რეალობა
ორგანიზმი ნორმალური მუშაობისთვის ნებისმიერ შემთხვევაში სწორედ კალორიებს იყენებს საწვავად.
მითი
შოკოლადი წონას მატებს.
რეალობა
ერთი ნატეხი შოკოლადი არაფერს გავნებთ. პირიქით - სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
მითი
სუში და როლი დიეტური საკვებია.
რეალობა
დიახ, ეს ნამდვილად მითია. მატში ძალიან ბევრი კალორიაა, მით უმეტეს ყველსა და სოიის სოუსში.
მითი
ყავისფერი შაქარი უფრო სასარგებლოა.
რეალობა
აბსოლუტურად თანაბარი კალორიულობა აქვთ და ერთნაირად მოქმოდებენ ორგანიზმზე.
მითი
ნახშირწყლები მავნეა.
რეალობა
მავნეა მარტივი ნახშირწყლები. რთული ნახშირწყლები კი, პირიქით, სასარგებლოა.
მითი
ზეითუნის ზეთი ნაკლებად კალორიულია.
რეალობა
მასში იმდენივე კალორიაა, რამდენის სხვა ზეთში, უბრალოდ, ზეითუნის ზეთი უფრო სასარგებლოა.
სოფიო ბულაური