30 სექტემბერი, 2016
გაზიანი სასმელები საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის - გაუფრთხილდით ჯანმრთელობას
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ, რომ გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნეა, მაგრამ რეკლამა თავისას შვრება. არადა, კოკის ფოთლებზე დამზადებული გაზიანი სასმელი მჟავას ხსნარივით მოქმედებს. მჟავას შემცველობა კოკა-კოლაში იმდენად მაღალია, რომ რეცხავს კბილის მინანქარს, რის შედეგადაც ადვილად ვითარდება კარიესი.

იმის დასადასტურებლად, რომ გაზიანი სასმელი ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს, საკმარისია ვნახოთ, როგორ შეიძლება მათი გამოყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებით.

მაშ ასე, გაზიანი სასმელი:

აშორებს ცხიმიან ლაქებს ქსოვილიდან.

აშორებს ჟანგს. ქსოვილი ან ღრუბელი დაასველეთ კოკა-კოლაში და გაწმინდეთ დაჟანგული ნივთები.

აშორებს სისხლის
ლაქებს ქსოვილიდან.

აშორებს მანქანის ზეთით დასვრილ იატაკს. ლაქას დაასხით კოკა-კოლა, ცოტახნით გააჩერეთ, კარგად რომ შეიწოვოს და შემდეგ წყლით გადარეცხეთ.

კლავს ლოკოკინებს.

ასუფთავებს მიმწვარ ქვაბს. ჩაასხით ქვაბში კოკა-კოლა, გააჩერეთ ცოტა ხნით და გარეცხეთ.

ასუფთავებს ავტომანქანის აკუმულატორსა და ძრავას.

აპრიალებს ძველ მონეტებს.

ასუფთავებს კაფელს. დაასხით იატაკზე დაგებულ კაფელს კოკა-კოლა, გააჩერეთ ცოტა ხნით და შემდეგ ჩვეულებრივ გაწმინდეთ.

წმენდს უნიტაზს.

აპრიალებს ქრომირებულ დეტალებს.

ეს კოკა-კოლას საყოფაცხოვრებო შესაძლებლობების მცირე ჩამონათვალია. ასე რომ, გაითვალისწინეთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS