26 სექტემბერი, 2016
გინდათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა - გაისუფთავეთ ნაწლავები
კუჭ-ნაწლავის გამართული მუშაობა საერთო ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა - ეს ყველამ იცის. ჩვენ, უბრალოდ, მსხვილი ნაწლავის გასუფთავების რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.

დალიეთ ბევრი წყალი

მსხვილ ნაწლავს თავისი ფუნქციის სრულყოფილად შესასრულებლად გაციელებით მეტი წყალი სჭირდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომაც დღეში 2 ლიტრამდე წყალი მაინც უნდა დალიოთ.

ქლიავის წვენი

ქლიავის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს უჯრედისს. სწორედ ამიტომ ის საუკეთესო საუალებაა მსხვილი ნაწლავების გასაწმენდად.

დალიეთ თითო ჭიქა ქლიავის წვენი საუზმის წინ და სადილის შემდეგ.

მიიღეთ მეტი უჯრედისი

შავქლიავი უჯრედისის საუკეთესო წყაროა.
უჯრედისით აგრეთვე მდიდარია:

ავოკადო.

კენკრა.

ქოქოსი.

ლეღვი.

ბრიუსელის კომბოსტო.

19-დან 50 წლამდე ქალებმა დღეში 25 გრამი უჯრედისი უნდა მიიღონ, მამაკაცებმა - 38 გრამი. 50 წლის შემდგ ქალბატონებს 21 გრამი უჯრედისი სჭირდებათ, მამაკაცებს - 30 გრამი.

ვაშლის ძმარი

200 მილილიტრ თბილ წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და დალიეთ ყოველ დილით, ვიდრე მდგომარეობის გაუმჯობესებას არ იგრძნობთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ყოყუ
ქლიავის ჩირი თუ იცით რა ღირს? ააააა
11:09 / 03-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS