23 სექტემბერი, 2016
რატომ არ ამხელენ ამას ექიმები? - როგორ განვთავისუფლდეთ პოდაგრისგან ხალხური მეთოდით
დაგროვებული მარილები ფეხების დიდ თითებთან გავრცელებული პრობლემაა განსაკუთრებით ქალებში.

ქირურგიული გზით მისი მოშორება ყველაზე მოკლე გზაა, მაგრამ არსებობს ხალხური რეცეპტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სწრაფად და უმტკივნეულოდ გაუმკლავდეთ პრობლემას.

დაფნის ჩაი

300 გრამ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მილილიტრი წყალი. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ თერმოსში ჩაასხით. დილით ნახარში გადაწურეთ და დალიეთ ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში.

არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ერთბაშად.

მკურნალობის კურსი 7 დღეა. ყოველ ჯერზე ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ.

შემდეგ უნდა შეისვენოთ ერთი
კვირით და კურსი გაიმეოროთ.

მკურნალობის პროცესში შარდვის სიხშირე გაიზრდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ორგანიზმიდან მარილები თანდათან გამოდის.

ათი დღის შემდეგ აშკარად შეამჩნევთ უკეთესობას, თავს უფრო მხნედ იგრძნობთ და სახსრების ტკივილიც თანდათან გაქრება.

სასურველია ორი თვის განმავლობაში რეგულარულად გამოიყენოთ ეს საშუალება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ლალირ
აფთიაქში იყიდება აბუსალათინის ზეთი. შეიზილეთ მტკივან ადგილზე და თანდათან დაპატარავდება და გაქრება. აბუსალატინის ზეთი ბევრ რამეს შველის. მაგალითად მტკივან მუხლებს.
09:02 / 06-10-2016
გამოხმაურება / 0 /
მიკვირს
300 გრამის მაგიერ 30 ხომ არ უნდა იყოს? სამასი გრამი იმდენად ბევრია....რაღაც შეიძლება დაგვიშავოს.
01:29 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
დოდო-მარიამი
მაინც გაიკითხეთ ექიმებთან, უპირველესად ორსულებმა, რადგან ორსულისთვის დაფნის ნაყენი არ არის სასურველი - ეს ბებიაჩემისგან ვიცი. ბავშვობაში ჩვენს უბანში ერთ 2-3 თვის ორსულს მოეშალა მუცელი და მიზეზი სწორედ ამ ნაყენის მიღება აღმოჩნდა. ისე კი მართლაც მშვენიერი საშუალებაა „პადაგრის“ მოსაშორებლად.
23:06 / 26-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა რუსია
ეს ნაყენი შაქრის დონეს წევს ძირს. აკონტროლეთ შაქარი. მე პირადად გამოვცადე და შაქრის დონე ისე დაეცა კინაგამ ცუდად დამტავრდა ყველაფერი.
17:57 / 26-09-2016
გამოხმაურება / 0 /
თათია
დაფი გამხმარი უნდა იყოს თუ მწვანე?
22:29 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS