23 სექტემბერი, 2016
იმკურნალეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკით - გაციება ვერაფერს დაგაკლებთ
სინთეტიკური ანტიბიოტიკებისგან გავსხვავებით ამ საშუალებას გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს და არ აზიანებს ნაწლავებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

კურკუმას, რომელიც შემოთავაზებული რეცეპტის ერთ-ერთი ინგრედიენტია, უამრავი სამკურნალო თვისება აქვს. მათ შორის ანტიკანცეროგენული და ანთების საწინააღმდეგო.

თაფლისა და კურკუმის ნაზავი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ზრდის სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას ნაწლავებში.

ინგრედიენტები:

100 გრამი თაფლი.
1 სადილის კოვზი დაფქული კურკუმა.

ორივე ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეტში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მიღებული ნაზავი მოათავსეთ
მინის ქილაში.

როგორც კი გაციების სიმპტომებს შენიშნავთ, გამოიყენეთ შემდეგი წესით:

პირველი დღე - ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ საათში.

მეორე დღე - ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ.

მესამე დღე - ნახევარი ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.

ნაზავი პირდაპირ არ ჩაყლაპოთ, სასურველია პირში გადნეს.

თუ გემო არ მოგეწონათ, შეგიძლიათ, ცოტაოდენი თბილი რძე დაამატოთ.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS