21 სექტემბერი, 2016
აი, რა უნდა გააკეთოთ ყოველ დილით, რომ აღარ იგრძნოთ ფეხების ტკივილი მთელი დღის განმავლობაში
გაიგეთ, თუ რატომ გაწუხებთ დღის ბოლოს ფეხების ტკივილი, განსაკუთრებით ტერფის მიდამოში.

ფეხის ტერფის ტკივილი ხშირად გამოწვეულია მყესების დაჭიმულობისა და დაზიანებით. ხანგრძლივი სიარული, ბრტყელტერფიანობა, ჭარბი წონა, სხვადასხვა ინფექციები: დისკომფორტის მიზეზი უამრავია.

თუ სიარულის დროს, ფეხის ქუსლი გტკივათ, დილაობით 30 წუთის განმავლობაში აუცილებლად დაიზილეთ ფეხი. ეს მარტივი ქმედება გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ქსოვილების ელასტიურობას აამაღლებს. ფეხები მთელი დღის განმავლობაში მსუბუქად გექნებათ და ტკივილი აღარ შეგაწუხებთ.

დილის რეგულარული მასაჟით, გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. ყველაფერი კი იმის წყალობით ხდება,
რომ ფეხის ტერფში უამრავი ნერვული დაბოლოება და აქტიური წერტილია. მათზე ზემოქმედებისას, თქვენი შინაგანი ორგანოების მოქმედებაზე გავლენას ახდენთ.

სიარულისას ქუსლის ტკივილის შემთხვევაში, აუცილებლად სცადეთ დილის მასაჟი და მიიღეთ სიამოვნება ამ ეფექტური პროცედურისგან. შედეგს რამდენიმე დღეში იგრძნობთ, მთავარია დაიწყოთ!

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლილე
ნეტა ვინმეს იმდენი დრო თუ აქვს რომ 30 წუთი ფეხი იზილოს :)
13:46 / 22-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS