21 სექტემბერი, 2016
ბანანი და წყალი - ზამთარში ეს რეცეპტი ძალიან გამოგადგებათ
ხველებამ წლის ნებისმიერ დროს შეიძლება შეგაწუხოთ, მაგრამ ზამთარში ეს პრობლემა გაცილებით ხშირად იჩენს თავს.

რეცეპტი, რომელსაც შემოგთავაზებთ, გაგიადვილებთ ბრონქიტისა და ხველების მკურნალობას. ის კუჭისთვისაც ძალიან კარგია და საერთოდ დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

ამ რეცეპტს არ აქვს გვერდითი მოვლენები და ის ბავშვებისთვისაც სასარგებლოა.

ინგრედიენტები:

2 საშუალო ზომის ბანანი.

400 მილილიტრი ადუღებული წყალი.

2 სადილის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:

ორივე ბანანი ჩანგლის მეშვეობით გაქენით ფაფისებური მასის მიღებამდე. დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ დაუმატეთ თაფლი და
კარგად აურიეთ.

გამოყენების წესი:

ყოველდღე უნდა მოამზადოთ ახალი ულუფა.

მიიღეთ დღეში 4-ჯერ თითო ჩაის კოვზი.

3-7 დღის შემდეგ ხველება გაივლის.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS