21 სექტემბერი, 2016
მეცნიერებმა დაამტკიცეს - ახალშობილის თავის ზომა მის ჭკუაზე მიანიშნებს
ბრიტანული საქველმოქმედო ორგანისაციის შეკვეთით ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა რა კავშირია, თავის ტვინს, თავის ფორმასა და ინტელექტის დონეს შორეს.

მარტივად რომ ვთქვათ, გაირკვა, რომ რაც უფრო დიდი თავი აქვს ახალშობილს, მით უფრო ჭკვიანია.

კვლევაში მონაწილეობას იღებდა 1 000 000 - ზე მეტი ადამიანი, 37-დან 73-წლამდე. მკვლევრებმა ნახევარ მილიონ ადამიანს სისხლის, შარდისა და ნერწყვის ანალიზი აუღეს. ასევე გაითვალისწინეს ჯანმრთელობისა და ცხოვრებისეული პარამეტრების მაჩვენებლები.

"კოგნიტური ტესტების შედეგების დაკვირვების შემდეგ, უმრავლესობის შემთხვევაში გამოვლინდა, რომ
ქალის შიდა მოცულობას, ახალშობილის ქალის განვითარებასა და ბავშოვაში გამოვლენილ კოგნიტურ შესაძლებლობას შორის კავშირი დიდია".

კვლევის მიზანია - აღწეროს ხანგრძლივი კავშირი გენებს, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას შორის.

უფრო კი ისინი იმედოვნებენ იმის გამორკვევას, თუ როგორ მოქმედებს დნმ-ი ტვინის კოგნიტურ ფუნქციაზე.

აღსანიშნავია, რომ ახალშობილი ვაჟის თავის ქალის გარშემოწერილობა საშუალოდ 36 სმ, გოგონას კი - 35 სმ-ია.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS