20 სექტემბერი, 2016
თუ თირკმელში კენჭები გაქვთ - ოხრახუში გამოდევნის ზედმეტ მარილს
ექსპერტთა აზრით, თირკმლების დაავადებებით გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე მკერდისა და პროსტატის კიბოთი.
კენჭების დაგროვება თირკმლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მართალია, კენჭები სიცოცხლისთვის ნაკლებად სახიფათოა და დღეს მათი მკურნალობა სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ამ დაავადებას აუტანელი ტკივილი ახასიათებს. ამიტომაც მისი უყურადღებოდ დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

შემოგთავაზებთ, რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ თირკმლებიდან კენჭების გამოდევნაში და გაგიუმჯობესებთ თირკმლის ფუნქციას.

გაითვალისწინეთ: ვიდრე რეცეპტს გამოიყენებთ, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ინგრედიენტები:

ერთი კონა ოხრახუში
ან ქინძი.

წყალი.

მომზადების წესი:

ოხრახუში ან ქინძი კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით ქვაბში მოათავსეთ, დაასხით წყალი და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ. გადაწურეთ და ნახარში ბოთლში ჩაასხით. შეინახეთ მაცივარში.

ყოველდღე თითო ჭიქა დალიეთ. ეს ნახარში თქვენი ორგანიზმიდან ნელ-ნელა გამოდევნის ზედმეტ მარილსა და ტოქსინებს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კენჭების შემთხვევაში ხალხური რეცეპტის გამოყენება ექიმის ნებართვის გარეშე ყოვლად დაუშვებელია. თვითმკურნალობამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS