სხვადასხვა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჟოლოს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, ამიტომაც ის სხვადასხვა დაავადებისა და ინფექციის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.
აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას
ჟოლო ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და გულის შეტევების რისკს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ამცირებს კიბოს განვითარების რისკს
ჟოლოს კიბოს საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება აქვს. განსაკუთრებით ამცირებს ნაწლავის კიბოს განვიტარების რისკს.
მიუხედავად იმისა, რომ ჟოლოს ტკბილი გემო აქვს, ის მცირე რაოდენობით შეიცავს გლუკოზას და არავითარ გავლენას არ ახდენს სისხლში შაქრის დონეზე. ასე რომ, ტკბილის მოთხოვნილება თავისუფლად შეგიძლიათ ჟოლოთი დაიკმაყოფილოთ.
ანელებს დაბერების პროცესს
როგორც აღვნიშნეთ, ჟოლო ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა. ანტიოქსიდანტები ამცირებენ და ანადგურებენ თავისუფალ რადიკალებს და აფერხებენ ნაადრევი დაბერების პროცესს.
ხელს უწყობს გახდომას
ჟოლო შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებენ მეტაბოლიზმს. ეს აჩქარებს ცხიმების წვის პროცესს და ხელს უშლის მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას.
სოფიო ბულაური